მამაცი სკუნსი

”გილოცავთ 2011 წლის 26 მაისს” – როგორც რიგით დღეს კალენდარში, (არადა წესით საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის  დღე უნდა მომელოცა თუმცა – საქართველო არ არსებობს და ეს მითია – კეთილი მითი).

ეს ის ქვეყანაა – სადაც ”პოპულ”არული სუპერმაკეტების ქსელში ვირთხა დაძრწის ვითომდა და თამამად თუმცა ეშინია და მალევე იმალება.

ეს ის  ქვეყანაა  – სადაც ვირთხის არსებობას მალავს მისი ”მფლობელი” რადგან ეშინია რისხვის და არ შეუძია აღიაროს რომ შეცდომა მოუვიდათ და გამოასწორებენ.

ეს ის ქეყანაა – სადაც იმართება აქცია მოწოდებით ბრძოლა ბოლომდე და პირველივე დაშლის მცდელობისას ეშინია და ქრება.

ეს ის ქვეყანაა – სადაც კანონის სრული დაცვით ირბევა არასანქცირებული მასობრივი აქცია მხოლოდ იმიტომ რომ ეშინიათ რომ პრინციპი ვერ გაიტანონ.

ეს ის ქვეყანაა – სადაც მე არ მივდივარ მიტინგზე რადგან მეშინია არ მცემონ.

ეს ის ქვეყანაა – სადაც მე არ მივდივარ სპეცრაზმში სამუშაოდ რათა მეშინია დარბევა არ დამავალონ.

ეს ის ქვეყანაა – სიმართლის კეთებაც კი ეშინით ნიღბის გარეშე.

ეს ის ქვეყანაა – სადაც იმისიც კი ეშინიათ რომ ეშინიათ.

ეს ის ქვეყანაა – სადაც აზროვნებაში სკუნსი ბინადრობს და აგერ უკვე საუკუნეებია უშიშრად იმაგრებს პოზიციებს.

როგორც ვხედავ მხოლოდ აზროვნებაში დაბუდებული სკუნსია მამაცი და ვითხოვ 26 მაისი გამოცხადდეს მამაცი სკუნსის დღედ.

ზურგს ვაქცევ ორივე მხარეს, ზურგს ვაქცევ სკუნსს, ზურგს ვაქცევ ზურგის შექცევასაც.

***მყრალა იგივე სკუნსი (Mephitis mephitis), მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 28-38 სმ, კუდისა — 18—44 სმ, მასა —0,8—2,5 კგ აღწევს. ტერფითმავალია. ბალნიანი საფარველი ხშირი და ფუმფულაა, განსაკუთრებით კუდზე. ფერად უფრო შავ-თეთრია. კუდის ძირში აქვს ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ მეტად მყრალ ნივთიერებას  საფრთხის შემთხვევაში მყრალა ამ სითხეს აფრქვევს თავდასხმელის მიმართულებით.
Advertisements
This entry was posted in ცენტრი and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s