გამოცდა კი არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ჩემო კარგებო, გასულ წელს რაღაც ცხოვრებისა და გამოცდის შედარება მქონდა წერილობით ფორმაში (ცხოვრება გამოცდაააო). თუმცა ერთ დღესაც აღმოჩნდა რომ გამოცდაზე ჩავიჭერი და გარეთ გამომაძევეს. თუმცა ცხოვრება არ დასრულებულა. ესე იგი ცხოვრება გამოცდა სულაც არაა.

ამ ფიქრებში გართული ვიყავი როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოვფხიზლდი, და რა გამოდის? ის გამოცდა მე რომ ცხოვრება მეგონა სიზმარი ყოფილა, და ეს ტრანსპორტი კი ცხოვრება. საინტერესოა არა? მოკლედ როგორც კი საბოლოოდ გამოვერკვიე, გარეთ გავიხედე მინდოდა გამეგო სად ვიყავი – თუმცა სრულიად უცხო მიდამოებში მიქროდა ჩვენი ავტობუსი, ჩვენი? ჩვენი რატომ მე ხომ მარტო ვიჯექი, მძღოლს ვერ ვხედავდი. მოკლედ ჩასვლა მინდოდა მაგრამ რატომღაც მერიდებოდა მეთქვა – რომ გადახვალ გამიჩერეთ მეთქი. გადავწყვიტე დავლოდებოდი როდესაც თვისით გაჩერდებოდა.
გზად ვათვალიერებდი ბუნებას რომლის ხედი უცვლელი იყო, ერთი ხე ნახევრად დათოვლილი და ნახევრად აყვავებული – სხვა ჰორიზონტზე არაფერი მოსჩანდა.
როგორც იქნა გაჩერდა ეს ბორბლებიანი ცხოვრება და მეც გახერებული ჩასასვლელად გავემზადე თუმცა, მარტო წინა კარი გაიღო საიდანაც – მრისხანე სახიანი ადამიანი ამოვიდა რომელიც აშკარად გამცილებელს ჰგავდა. შევჭოჭმანდი არ მინდოდა ამ სახეს პირისპირ შევხვედროდი, თვალები დავხარე და . . . და გაისმა ხმა, უბილეთოებს ვთხოვთ დასტოვონ ტრანსპორტი და ჯარიმა უახლოეს ყოფით სალაროში გადაიხადონო, ჩემს ისხარულს საზღვარი არ ჰქონდა – წამოვხტი და მე არ მაქვს ბილეთი დამაჯარიმეთ და ჩამიშვით მეთქი.
მრისხანება მისი სახიდან გაქრა და ირონიულ ღიმილში გადაიზარდა: ”ბიძიკო დაჯექი თუ კაცი ხარ შენი გადახდილიაო და ჩავიდა”
. . . .
გაცმდოა კი არადა ის, ცხოვრება საზოგადოებრივი ტრანსპორტია.
პატივისცემით მარტოხელა მგზავრი.
Advertisements
This entry was posted in კ.დ.ძ. and tagged , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s