ნომერი 19810710165322

საოცარია ადამის მოდგმა (ადამიანი).

ადამი პირველი ”მაიმუნია” სერიული წარმოებამდე ტესტირებაში გაშვებული ბეტა ვერსია –  სარეგისტრაციო ნომრით 1.

როგორც ჩანს ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა და სერიული წარმოებაც დაიწყო, დროთა განმავლობაში იცველბოდა დიზაინები, ემატებოდა ენები, პატარ-პატარა ფუნქციონალური განახლებებიც შეიმჩნეოდა – თუმცა მისი ძირითადი ფუნქცია აზროვნება აშკარად უკანა ფლანგზე გადავიდა.

ოფიციალური თუ არაოფიციალური მონაცმებით დედამიწაზე ადამიანს 6,921,885,243 აქტიური მომხმარებელი ჰყავს და 1 ადმინისტრატორი.

ადამიანის ძირითადი მახასიათებლებია –

– არ იცოდეს რა უნდა და ისე გააგანავლოს მისი ექსპლუატაციის ვადა.

– აკეთოს ყველაფერი მისდამაგვართა საწინააღმდეგოდ რათა განსხვავებული გამოჩნდეს.

– არ უსმინოს საკუთარ თავს და სხვებისგნა აქტიურად ითხოვდეს სმენას.

– ჭამოს ცუდად გახდომამდე ან არ ჭამოს –  ცუდად გახდომამდე. (მოკლედ მთავარია ცუდად გახდეს)

– იძახოს რომ ”უყვარს” მხოლოდ იმიტომ რომ ქვედატანში რაღაც იგრძნო თუნდაც უცხო სხეული.

– მოიტყუოს მაშინაც კი როცა ამის არანაირი ”საჭიროება” არაა (ტყუილის საჭიროება არასოდეს არაა)

– მომხვეჭელობა.

– ცხოვრობდეს განავალში და თანაც ყელამდე და სხვის პერანგზე დასკლინტული საყოველთაო განსჯის საგნად აქციოს.

– ჩაყოს ცხვირ(პირი)ი სხვის ძირითად კოდში (ცხოვრებაში) თუნდაც უცხვირპირო იყოს.

– გამუდმებით იწუწუნოს ცხოვრებაზე და ცხოვრების ბოლოს ადმინისტრატორს გაუნაწყდენდეს რატომ მიგყავარო.

– და ყველაზე მთვარი არ დააფასოს მისებრი ანუ სხვა ადამიანი.

მეც საოცარი ვარ.

მე ვინ ან რა ვარ?

სერიული ეგზემპლიარი ვარ სარეგისტრაციო ნომრით 19810710165322.

Advertisements
This entry was posted in ცენტრი and tagged , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s