”ბანი” მრავალჟამიერს – ანუ ნიჭი თუ ერი

დასაწყისისათვის ბევრს არ მივედ მოვედები და ვიტყვი რომ პროექტი ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე თუმცა ეს განცდა სულაც არ არის გამოწვეული გუშინდელი ნახევარფინალის შედეგებით – რამაც დიდი ბლოგინი გამოიწვია ბლოგ და ვირტუალურ სოციალურ სივრცეში, მეგობარი სახელმწიფოებისა არ იყოს უამრავი აღშფოთება და შეშფოთება გამოიხატა და გამოითქვა. მავანში აგრესიული კრიტიკა პიკს აღწევს გადასული ფინალისტის მიმართ, მავანისათვის ეს უსამართლობაა, მავანს კი . . . ”მე და ფილარმონიის სცენამ ერთმანეთს თვალი ავარიდეთ.” (ამონარიდი ”მანქიერი ბლოგი”-დან) სირცხვილის განცდა ეუფლება. და აქვე მინდა გამოვეხმაურო ”დარცხვენილ” ავტორს, გასაგებია და ვიცით რომ მანქი ერი ვართ, და გუშინდელი შოუს უდაო ფავორიტი აკრობატები იყვნენ ჩვენი შეფასებით. თუმცა არის მხარეები რომლებიც ჩემში ამ ფაქტის მიმართ პროტესტს არ აჩენენ  და აი ისინიც –  ”მოდი დავიწყოთ თავიდან.

მიზეზები, რის გამოც ნატალი ვეფხვაძე უნდა გადასულიყო პროექტის ფინალში: გადაცემის რეიტინგი.”
ჩემი აზრით კი უფრო დიდი მიზეზიც არის იმისა თუ რატომ უნდა გადასულიყო ფინალში და ეს მიზეზი მდგომარეობს იმაში რომ ყველა სხვა მონაწილისაგან გასნხვავებით მას თავისი ნიჭის (ეს სადაო თემაა გასაგებია მაგრამ მაგაზეც ვისაუბრებ) დაფასების შანსი მხოლოდ აქ აქვს, მისი შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სხვა სოციალური პრობლემების გამო არა აქვს შანსი თავი სხვაგან გამოსცადოს და ზუსტად ამიტომაც არ გამიჩინა პროტესტი მისმა გადასვლამ. და გადაცემის რეიტინგს რაც შეეხება სენტიმენტები გადაცემის რეიტინგს დიდად არ გაზრდის ასე მგონია.
მიზეზები, რის გამოც ნატალი ვეფხვაძე არ უნდა გადასულიყო ფინალში: არის საშუალოზე ოდნავ დაბალი დონის მომღერალი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სმენასთან, და უბრალოდ აქვს ოდნავ ძლიერი ხმის ტემბრი.”
აქაც იგივე მომენტია და შენ თავად ადასტურებ იმას რისი თქმაც მინდა და აი როგორ, ნუ სმენა არა აქვსო ამას ვერ ჩავწვდი. თუმცა ფაქტია რომ ზუსტად მაგ ოდნავ ძლიერ ხმის ტემბრს მუშაობა უნდა, მუშაობას ყურადღება უნდა და ეს ყურადღება ზუსტად ასე უფრო ადვილი მისაქცევი იქნება.
და რაც შეეხება აკროსტაილს – უდაოდ ძლიერ კონკურსანტებს, ძალიან კმაყოფილი ვარ რომ გადაიყვანეს აი უზომოდ ნამდვილი პროფესიონალები არიან, უკვე შემდგარი თუმცა მართალია ამის გამო ისინი არ უნდა დაიჩაგრონ და ემოციით გამოხატული მხარდაჭერის მსხვერპლი არ უნდა გახდნენ, თუმცა მეორე მხრივ არც ჩამოყალიბებულმა პროფესიონალიზმმა არ უნდა წაართვას შანსი თვითნასწავლ, გამოუცდელ და უამარავტანჯვა ნანახ ადამიანს რომელსაც მაინც ემღერება. და მართალია მოსახლეობას რომელმაც გადაიყვანა მომღერალი ფინალში ამ ლოგიკით არ უმსჯელია შედეგი უსამართლოდ არ მეჩვენება.  და კიდევ ერთი დიდი ეჭვი მაქვს, მოსახლეობის უმრავლესბობას რომ აკროსტაილი აერჩია, ჟიური გადაიყვანდა ვეფხვაძეს და ეს უფრო დიდი შეცდომა და უწი პუწი ცრემლი მომდის არჩევანი იქნებოდა.
აქვე მეორე სტატიასაც მინდა გამოვეხმაურო – ”ნიჭიერი-საქველმოქმედო ღონისძიება”
ნიჭი – ეს არის “თვისება” რომელიც არ გააჩნია ყველა ადამიანს. რომელიც უნდა დააფასო ან ტაშით, ან შენთვის გულში, თუ ნიჭიერის სცენაზე დგას ნიჭიერი ადამიანი მაშინ ესემესებით.”
სიტყვა ნიჭის ამ განმარტების მიხედვით მე უკონკურსოდ მეკუთვნის ნიჭიერის პრიზი : ) და აი რატომ მე მაქვს ნიჭი ვაღიარო რომ არ მაქვს ნიჭი და არ გავიდე სცენაზე, მე მაქვს ნიჭი კრიტიკა არ გადავიყვანო ღვარძლში და სუბიექტური შეხედულებებით არ განვიხილო ესა თუ ის სადაო საკითხი და მე მაქვს უდიდესი ნიჭი არ ვიყო თავმდაბალი. : ).

2. ნატალი ვეფხვაძის გამარჯვება. ეს ის ფაქტია, რამაც გადარია სრულია ფეისმოსახლეობა. როგორც ჩანს ქართველებში ისევ დუღს წმინდა ქართული სისხლი და მოჭარბებული ენერგია გაამარჯვებინონ მას ვისაც აქვს ტრაგიკული წარსული, სმენა და დგას ნიჭიერის სცენაზე. ხალხნო!!! სმენის და ხმის ქონა არ ნიშნავს რომ ის კარგად მღერის, ტრაგიკული წარსული არ ნიშნავს რომ ის ნიჭიერია. მე არ მესმის თქვენი და არც ხალხს”
ამ აბზაცზე ერთი კითხვა მაქვს ნატალი უნიჭოა?.

P.S. ასევე უზომოდ დიდი ნიჭია გაიგო ის რისი თქმაც სურს ადამიანს,მაგრამ უნიჭოებისათვის ან სულაც ჩემი უნიჭობიდან გამომდინარე რომ არ შემიძლია კარგად გადმოვცე სათქმელი დავკონკრეტდები: ამ სტატიით მე არ ვამართლებ გუშინდელ შედეგს მაგრამ არც ვამტყუნებ, და მიკვირს ასეთი აღშფოთება რატომ გამოიწვია. 
პატივისცემით, 
უკვე მესამე კვირა ლოგინად ჩავარდნილი მე.


Advertisements
This entry was posted in ცენტრი and tagged , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s