ჰორიზონტალური ქრონიკები – ნაწილი პირველი

როცა ცხოვრების ლეიტმოტივად იძულებითი ჰორიზონტალი მექცა ჯერ-ჯერობით არა სამუდამო, ჩემს ”აპარტამენტში” ფანჯრებიც ამოვქოლე ”ჟალუზად” წოდებული მექანიზმით, ტელევიზორსაც შავ პეიზაჟ ჩასმული ჩარჩოს ფუნქცია დავაკისრე და მხოლოდ ჩემს ჩალოგინებამდე გადაღებული ფილმების ყურებას ვუთმობ ”მთელ” ჰორიზონტალურ ცხოვრებას. თუმცა ”ნიუსებს” არ სძინავთ და იქიდან მოგეპარებიან და  ”ერთობ სასიხარულო” ინფორმაცით დაგთრგუნავენ საიდანაც არ ელი:სიუჟეტი პირველი: ოსამა (ბე(ი)ნ ლადენი) ლიკვიდირებულია, სამყარო #1 ტერორისტის გარეშე დარჩა.
დათრგუნვა პირველი: საფრთხე გაიზარდა როგორც საინფორმაციო წყაროები იტყობინებიან და საზოგადოებას სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ. კარგი, გასაგებია და ვათვითცნობიერებთ რომ ტერორიზმთან საბრძოლველად ყველა მეთოდი მისაღებია. თუმცა ნომერ პირველი ტერორისტის ლიკვიდაცია თუ უფრო დიდი საფრთხეს ქმნის და ტერორისტული აქტების მოწყობის საშიშროება იზრდება – არ გაეხმაურებნიათ მაინც.

სიუჟეტი მეორე: ამერიკის პრეზიდენტის გამოსვლა, სადაც იგი აცხადებს რომ, ოსამას სიკვდილი ამერიკის გამრჯვებაა და მისი ერთ-ერთი პირველი და პრიორიტეტული  ბრძანება გაპრეზიდენტების შემდგომ იყო ბრძანება მის ლიკვიდაციაზე.
დათრგუნვა მეორე: ესეც თქვენი ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

სიუჟეტი მესამე: ამერიკა ზეიმობს.
დათრგუნვამესამე: მართალია დედამიწის ყველაზე ”დიდი დამნაშავე” და 11 სექტემბრის ტრაგედიისრეჟისორის განადგურებას ზეიმობს დიადი ერი, მაგრამ მაინც ადამიანი იყო. და ამაზრზენად მეჩვენება ასეთი ფორმებით ანუ სახალხო ზეიმით ადამიანის მოკვდინების აღნიშვნა.

P.S. ნამეტნავი სენტიმენტალური და ჰუმანური გამხადა ლოგინმა : )

Advertisements
This entry was posted in ცენტრი and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s