იდეალური ადამიანი

იდეალის ძიება კაცობრიობის ერთგვარი “ჰობი”, დაფარული იმედი თუ სხვა რამაა ამას არსებითი მნიშნელობა არ აქვს, შედეგი ისაა რომ ყველა ეძებს – ეძიებდეს და ჰპოვებდეს. მავანი იდეალური აღმსარებლობის ძიებას მოჰკიდებია (საინტერესო ბლოგია და სტატიაც) – მე კი ვამბობ ჩემთვის უპირველესი რელიგია ადამიანია და მინდა იდეალური ადამიანი ვიპოვო – თუ არა მისი ერთგვარი პროტოტიპი მაინც შევქმნა. ვადიდებთ რა ეგოს და პატივს ვცემთ მას – არცერთ რეალურ (ვიმეორებ რეალურ) ადამიანს არ ვაქცევ კვლევის საგნად რათა მკითხველის სუფთა აზრებში ქვეცნობიერი პროსტესტიც კი არ გაჩნდეს (ადამიანური თვისებაა), მოსაზრება კი, რომ, იდეალური ადამიანი არ არსებობს ჩემთვის მხოლოდ იმის შედეგია რომ საკუთარ თავში ვერ ნაპოვნი იდეალურობა ათქმევინებს მთქმელს ამ “აბსურდს”.ვინაიდან და რაგდანაც მე რეალური ადამიანების განხილვას არ ვაპირებ – ჩემი “იდეალები” სხვა სექტორში უნდა ვეძებო – ეს სხვა სექტორი კი რეალური ადამიანების შემოქმედებაა.


ობიექტი პირველიRobert Zemeckis–ის ყველასათვის კარგად ნაცნობი ფილმის Forrest Gump–ის (Winston Groom–ის ამავე სახელწოდების ნოველის ეკრანიზაცია) მთავარი პერსონაჟია. მემგონი არც არავინ შემეწინააღმდეგება რომ ყოველგვარი არგუმენტის გარეშე მას იდეალური ვუწოდო – უბრალოდ ყველამ ერთად გაიფიქრეთ რომ ეგეთი ადამიანები არ არსებობენ მავანი მას არასრულფასოვანსაც უწოდებს, მავანი გიჟს, ზოგისთვის იდიოტია ზოგისთვის კი . . . მე კი გეტყვით რომ, იგი იდეალური ადამიანია, გულწრფელია ყველა სიტყვასა და ქმედებაში, არასოდეს იტყუება, აკეთებს მუდამ იმას რაც სურს – ამით არავის არაფერს ვნებს და ბოლოს ზუსტად იცის რა არის სიყვარული.


ობიექტი მეორეМарк Захаров–ის Тот самый Мюнхгаузен–ი, დიახ მეგობრებო დიახ, რიგით მეორე იდალური პერსონა სახელგანთქმული “მატყუარას” და რეალური ადამიანის Karl Friedrich Hieronymusის კინოპერსონაჟია. ადამიანი რომელიც ბატონი ფორესტისაგან განსხვავებით სულ “იტყუება” – თუმცა ამას ჩვენ ბრიყვი ადამიანები ვარქმევთ ტყუილს ვინაიდან ვერ წარმოგვიდგენია იყოს სიმართლე ის თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ასწიო საკუთარი თავი თმებით, ან გაფრინდე მთვარეზე, შეუკვეთო დროის ნებისმიერი მონაკვეთი რათა ივახშმო, ან დაამატო მაისს კიდევ ერთი დღე – ზუსტადაც (მე აღარ ჩამოვყები მისი ფრაზების ჩამოთვლას) ადამიანნო მას ამის სჯეროდა და სწამდა, იქნებ სულაც ფლობდა განსაკუთრებულ ნიჭს რომ ეს ყველაფერი ექნა. თუმცა სულაც რომ ეს ყველაფერი ტყული ყოფილიყო იგი ამით არავის არაფერს ვნებდა, და სხვა ბევრად უფრო მეტი დადებითი თვისება იყო მასში, რომელთაგან უმთავრესი არის ის რომ მას შეეძლო ადამიანები კარგ გუნებაზე მოეყვანა მისი “ტყუილებით” და ბოლოს მან იცოდა რა არის ჭეშმარიტი სიყვარული – რის გამოც სცენარის მიხედვით მას მეორეჯერ უწევს მთვარეზე გაფრენა – გაფრენის წინ კი დაგვიბარა:


ობიექტი მესამე – ყოვლად უნიკალური და გენიალური ქმნილება, წარმოგიდგენთ ბატონი Matthew AbramMattGroening–ის ანიმაციური სერიალის The Simpsons”ის პერსონაჟს, ოჯახის თავს და განუმეორებელ Homer Jay Simpsonს, ერთი შეხედვით უქნარა, მატყუარა, არაერუდირებული და მრავალი სხვა უარყოფითი თვისებით გამორჩეული, თუმცა კი, მასში არის ის რაც აუცილებელია, ოჯახის სიყვარული, ჰუმანურობა, ერთგულება, პატრიოტიზმი და მიამიტობა. მუდამ ქეჯნის სინდისი უნებლიედ ჩადენილ ცუდ საქციელზე და ცდილობს მოინანიოს გულწრფელად განა არაა ეს იდეალური ადამიანის მახასიათებელი? ჩემი შემყურე ის უბრალოდ იტყოდა:


. . . და რისი თქმა მინდა ამით, ეს სამივე პერსონაჟი ადამიანის მიერ მოგონილია, თუმცა ადამიანის თავში მოსული არცერთი იდეა თუ აზრი არც ისე შორსაა რეალობისაგან ეს გამოცდილებით მტკიდცდება, შეუძლებელი არაფერია, უბრალოდ ადამიანები ფრთხილობენ გააღვიძონ საკუთარ თავებში ფორესტები, ბარონები თუ ჰომერები მხოლოდ იმიტომ რომ ყოველდღიურობაში ჩართულმა კაცობრიობის “სწორმა” ნაწილმა არ გარიყოს გიჟად ან მატყუარად არ შერაცხოს. რატომ ვჩქარობთ და ვარქმევთ მატყუარას, გიჟს, იდიოტს და ასე შემდეგ, მხოლოდ იმიტომ რომ ზედმეტად პრაგმატულები და მატერიალისტები გავხდით რაც სასტიკად ეწინააღმდეგება იდეალიზმს როგორც მიმდინარეობას. ზუსტად ამიტომ ჩვენ დავკარგეთ განცდა და იმედი იმის რომ იდეალური ადამიანი არსებობს, ზუსტად ამიტომ ვერ ვპოულობთ და აღარ ვართ იდეალისტები – არადა მე გეუბნებით რომ ყველა ადამიანი იდეალურია უბრალოდ კარგად ნიღბავს, მიუშვით თქვენი სუფთა და გულწრფელი სურვილები თავიანთ ნებაზე ისევე როგორც ამას ჩემი კვლევის ობიექტები აკეთებდნენ და გააკეთებენ, თითოეულ თქვენთაგანში ცხოვრობს უფრო დიდი იდეალი ვიდრე ფორესტი, უფრო დიდი მეოცნებე ვიდრე ბარონი მიუნჰაუზენი და უფრო დიდი ჰომერი ვიდრე ჰომერი. და მაინც უმთავრესი შტრიხი მათი იდეალურობისა არის ნიჭი სიყვარული გულწრფელი და უანგარო. შეძელით და შეიყვარეთ იმოქმედეთ სურვილების მიხედვით და თქვენ დაინახავთ რომ იდეალურები ხართ, და მინდა რომ მალე დაინახოთ როგორც მე გხედავთ იდეალურებს. და ამხელა იდეალური კაცობრიობის ხელში მე თქვენი მოსიყვარულე ეგოისტი დავტკბები თქვენით : )

Advertisements
This entry was posted in ცენტრი and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s