დარჩი

შენ გაღვიძებდი და მე გამეღვიძა, ან ჩემში გაიღვიძა იმან რამაც გამაღვიძა.

 

– ადექი წამოდი.

– დარჩი. Continue reading

Advertisements
Posted in ცენტრი | Leave a comment

გადაბრუნებული ურმების ქვეყანა

ოდეს ბრძენს უთქვამს ”ურემი რომ გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდებაო”. Continue reading

Posted in ცენტრი | Tagged , , , | Leave a comment

მამაცი სკუნსი

”გილოცავთ 2011 წლის 26 მაისს” – როგორც რიგით დღეს კალენდარში, (არადა წესით საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის  დღე უნდა მომელოცა თუმცა – საქართველო არ არსებობს და ეს მითია – კეთილი მითი). Continue reading

Posted in ცენტრი | Tagged , , , , , , , | Leave a comment

სამედიცინო გამოკვლევა

9 დღეა ძილი არ მიკარებია და არც შიმშილს შეუწუხებია მიუხედავად იმისა რომ ლუკმა არ გადასვლია. მეგობრების რჩევით სამედიცინო პროფილაქტიკურ შემოწმებაზე წავიდა.

Posted in კ.დ.ძ. | Tagged , , , , , | Leave a comment

გამოცდა კი არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ჩემო კარგებო, გასულ წელს რაღაც ცხოვრებისა და გამოცდის შედარება მქონდა წერილობით ფორმაში (ცხოვრება გამოცდაააო). თუმცა ერთ დღესაც აღმოჩნდა რომ გამოცდაზე ჩავიჭერი და გარეთ გამომაძევეს. თუმცა ცხოვრება არ დასრულებულა. ესე იგი ცხოვრება გამოცდა სულაც არაა. Continue reading

Posted in კ.დ.ძ. | Tagged , , , | Leave a comment

ცხოვრება გამოცდა(ა)(ო)

. . . გამოცდაა თუ რაცაა ჩემდა დაუკითხავად მოხდა ყველაფერი, საგამოცდო ბილეთიც კი თავად დამიდეს მე არ ამიღია – ვზივარ ამ გამოცდაზე და ვფიქრობ . . .
პირველივე კითხვა იმდენად რთული აღმოჩნდა თან არც სავარაუდო პასუხებია, ვაცეცებ თვალებს აქეთ იქით და მხოლოდ მზერათა დროებით შემოფეთებას ვხვდები. ნაცნობი სახეებიც მხვდებიან ბედნიერი ღიმილით ნამუშევარი ჩაუბარებიათ და წარმატების კარიბჭისკენ მიაბიჭებენ, ნუ მათი მიმართულება და გაცრეცილი მანიშნებლები ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა Continue reading

Posted in კ.დ.ძ. | Tagged , , | Leave a comment

მეგასიმფონია

შესავლის ნაცვლად: ეს არის ის რისი წერაც 6 წლის წინ . . .



ასანთის ამოყირავებული კოლოფი, უგზოუკვლოდ გადმოცვენილი ღერები, თითქოს ერთმანეთს ასწრებენ დაცემასო, მაგრამ რა, არაფერი, უაზრო ფიგურები მოხაზული გადმოყრილი ასანთის ღერებით, რომლებიც ქმნიან საკუთარ ცხოვრებას, ცხოვრებას რომელსაც ქაოსი ქვია.
ქაოსი არამარტო ასანთის ღერებისაგან იქმნება, და საერთოდ ასანთის ღერებისაგან ქაოსი არ იქმნება, ეს უბრალოდ მათი ცხოვრებაა რომელსაც ქაოსი ქვია. ჰოდა ასე იყო გადმოიყარა ასანთის კოლოფიდან ღერები და ქალაქის ერთ-ერთი სახლის ლიფტის ძირს მოფინენ.
ლიფტი რომელიღაც სართულზე გაჩერდა, მობინადრე ჯერ მიესალმა შემდეგ კი გაოგნებულმა ლიფტში შეაბიჯა, თვითონაც უკვირდა ლიფტში ხომ არავინ იყო ის კი მიესალმა, მაგრამ ეს არ იყო მთავარი მისი ყურადღება ასანთის ღერებმა მიიპყრეს, ღერებმა რომლებიც თითქოსდა თავის ცხოვრებას ხატავდნენ რომელსაც ქაოსი ერქვა, მაგრამ ეს სულაც არ იყო არც ქაოსი და არცა არაფერი მისდა მაგვარი, ეს რეალობა იყო და არა ასანთის ღერების ცხოვრების რეალობა არამედ კაცობრიობის რეალობა. რა მიანიშნებდა იმაზე რომ ეს რელობა იყო Continue reading
Posted in კ.დ.ძ. | Leave a comment